Sunday, July 24, 2011

ენერგიის ხარჯი დადაზოგვის გზები

1. პროექტის სახელწოდება: ენერგიის ხარჯი დადაზოგვის გზები
2. პროექტის მოკლე აღწერა:  მოსწავლეებთან ერთად განვიხილავ პრობლემებს და გეგმავენ პროექტს–განსაზღვრავენ მიზნებს ,ამოცანებს მიზნის მისაღწევად,განხორციელების გზებს,განსახორციელებლად საჭირო რესურსებს და ვადებს, განსაზღვრავენ მოსალოდნელ შედეგებს.
3. პროექტის სრული აღწერა:  პრობლემა თითქმის ყველა ოჯახში ენერგიის უყაირათო ხარჯვაა
პროექტის მიზანია მოხმარებული ენერგიის დაზოგვის გზების ძიება .   ენერგიის უყაირათო ხარჯვა შეიძლება გამიწვეული იყოს იმით, რომ ხშირად ანთია ნათურები და ჩართულია სხვა ელექტროხელსაწყოები მაშინ, როდესაც ისინი საჭირო არ არის; გახსნილია ან დაზიანებულია ონკანი და წყალი უმიზნოდ იღვრება და ა.შ. პროექტის ამოცანებია:
I.ოჯახში მოხმარებული სხვადასხვა სახის ენერგიის ღირებულების დადგენა.
II.ენერგიებს შორის პრიორიტეტულის განსაზღვრა
III.ენერგიის დაზოგვის გზების განსაზღვრა
4. მონაწილეთა ასაკი: 14–15
5.ვადები და ხანგძლივობა :5–6 დღე                                              
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
I.განსაზღვრეთ, რა სახის ენერგიას მოიხმარს თქვენი ოჯახი, ჩამოთვალეთ  ამ ენერგიის
მომხმარებლები, რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს თითოეული მოწყობილობა ერთი თვის
განმავლობაში,მონაცემები წარმოდგენილი იქნება ცხრილის სახით.
II.დაადგინეთ ეკონომიკური თვალსაზრისით რომელი ენერგიის გამოყენებაა უმჯობესი. დაადგინეთ ამ ენერგიის ღირებულება და წარმოადგინეთ დაგრამის სახით.
III.შეიმუშავეთ ენერგიის დაზოგვის გზები და თქვენი მოსაზრებები გააცანით იჯახის წევრებს,
ჩამიწერეთ ,რა საშუალებებით დაზოგავს ენერგიას თქვენი ოჯახი და რა ეკონომიას მისცემს ეს                                                
თქვენ ოჯახს
7. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები ისწავლიან მონაცემთა წარმოდგენას ცხრილებისა და
დიაგრამების სახით, ენერგიის ხარჯის შემცირება და შესაბამისად  ოჯახის ბიუჯეტის გაზრდა.

8. სარგებელი  სხვებისათვის: მოსწავლეები მიეჩვევიან და სხვებსაც ასწავლიან ენერგიის დაზოგვას. შესაბამისად დაიზოგება ენერგია ქვეყნის მასშტაბით
9. სამუშაო ენა:  ქართული
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 

11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან
12. პროექტის ავტორის სახელი: ნინო წიტაიშვილი
13. პროექტის ავტორის ელ-ფოსტა: tsitaishvilinino@gmail.cim
14. პროექტის ფორუმი: 
15. პროექტის ვებ-გვერდი:

No comments:

Post a Comment